საოჯახო მარნებისათვის ღვინის მემბრანული ფილტრები

ღვინის ფილტრები საოჯახო მარნებისათვის წარმადობა: 1) 25-50 ლ/სთ; 2) 50-100 ლ/სთ

“Bestwater.ge”-ს ღვინის მემბრანული ფილტრები საოჯახო მარნებისათვის განკუთვნილია: ქალაქის, რაიონის კერძო სახლებსა და აგარაკებზე მოწყობილი საოჯახო მარნებისათვის მაღალხარისხოვანი, სტერილური და კრისტალურად გამჭვირვალე ღვინის მისაღებად. “Bestwater.ge”-ს ღვინის საოჯახო მემბრანული ფილტრები უზრუნველყოფენ: ღვინის სტერილიზაციას, კრისტალურ გამჭვირვალობას (მოელვარე, ბზინვარე), ბაქტერიებისა და საფუარების 100% მოცილებას, დაძმარების პროცესის სრულად შეჩერებასა და სტაბილურობას. საგრძნობლად ზრდის შენახვისადმი მდგრადობას (ბიოლოგიური ამღვრევა, განმეორებითი ფერმენტაცია) შებურვისა და ლექის წარმოშობის გარეშე. ღვინოს ასუფთავებს 0,2-200 მკმ.-ის ზომის ნაწილაკებისაგან, რომლებიც წარმოიშვებიან ცილების, პოლისახარიდების, ღვინის მჟავას მარილების კრისტალებისა და ნივთიერებათა ამორფული ფრაგმენტებისაგან, რომლებიც მიიღება ტექნოლოგიური პროცესის დროს. სწორედ ეს ნაწილაკები ანიჭებენ დიდწილად ღვინოს სიმღვრივეს. “Bestwater.ge”-ს ღვინის საოჯახო მემბრანულ ფილტრებში გატარებული ღვინის გამჭვირვალობა შეადგენს NTU 0,32-0,35, ხოლო პირველადი მასალის კი NTU 12-25.