წყლის მემბრანული ფილტრები მთლიანად კერძო სახლისა და აგარაკებისთვის

წყლის ფილტრები კერძო სახლებისათვის წარმადობა: 1) 250-500 ლ/სთ; 2) 500-1000 ლ/სთ

ცნობილია, რომ უხარისხო სასმელი წყალი 30%-ით აჩქარებს დაბერების პროცესს. მსოფლიოს ჯანმრთელობის დაცვის ორგანიზაციის მონაცემებით დაავადებათა 80% გამოწვეულია გაუსუფთავებელი სასმელი და დასაბანი წყლით. “Bestwater.ge”-ს წყლის მემბრანული ფილტრები კერძო სახლებისთვის განკუთვნილია: ქალაქის, რაიონის კერძო სახლებისა და აგარაკების მაღალხარისხოვანი (ბოთლის წყლის ხარისხი) სასმელი წყლით სრულად მომარაგებისათვის. “Bestwater.ge”-ს წყლის მემბრანული ფილტრები უზრუნველყოფენ: ქალაქის ან რაიონის წყალმომარაგების, მდინარის, ტბის, წყაროს, ჭაბურღილის და წვიმის წყლების ხარისხის გაუმჯობესებას, რაც გულისხმობს გაწმენდა-სტერილიზაციას, სიხისტის დარეგულირებას, ბაქტერიებისა და კოლიბაქტერიების 100%-ით მოცილებას, ქიმიური ელემენტების დასაშვებ ნორმასთან მისადაგებასა და კეთილსასურველი ორგანოლეპტიკური თვისებების მინიჭებას (ე.წ. გემრიელი წყალი). “Bestwater.ge”-ს მემბრანულ ფილტრებში გატარებული წყლის გამჭვირვალობა შეადგენს NTU 0,06-0,10, ხოლო გაუფილტრავი წყლის კი NTU 2,0-5,0.