ღვინის საწარმოო, მემბრანული ფილტრები

ღვინის სტერილური ფინიშური ფილტრაციის მემბრანული დანადგარები წარმადობა: 1) 250 ლ/სთ; 2) 500 ლ/სთ; 3)1000 ლ/სთ. მემბრანის ფორის ზომები: 1) 0,2 მკმ; 2) 0,45 მკმ; 3) 0,6-0,8 მკმ

“Bestwater.ge”-ს ღვინის საწარმოო მემბრანული ფილტრები განკუთვნილია: ღვინის ქარხნების, ტურისტული ინფრასტრუქტურისა (ღვინის გზა) და საოჯახო მეურნეობებისთვის მაღალხარისხოვანი, სტერილური, მდგრადი და კრისტალურად გამჭვირვალე ღვინის მისაღებად. “Bestwater.ge”-ს ღვინის საწარმოო მემბრანული ფილტრები უზრუნველყოფენ: ღვინის სტერილიზაციას, კრისტალურ გამჭვირვალობას (მოელვარე, ბზინვარე), ბაქტერიებისა და საფუარების 100% მოცილებას, დაძმარების პროცესის სრულად შეჩერებასა და სტაბილურობას. საგრძნობლად ზრდის შენახვისადმი მდგრადობას (ბიოლოგიური ამღვრევა, განმეორებითი ფერმენტაცია) შებურვისა და ლექის წარმოშობის გარეშე. ღვინოს ასუფთავებს 0,2-200 მკმ.-ის ზომის ნაწილაკებისაგან, რომლებიც წარმოიშვებიან ცილების, პოლისახარიდების, ღვინის მჟავას მარილების კრისტალებისა და ნივთიერებათა ამორფული ფრაგმენტებისაგან, რომლებიც მიიღება ტექნოლოგიური პროცესის დროს. სწორედ ეს ნაწილაკები ანიჭებენ დიდწილად ღვინოს სიმღვრივეს. “Bestwater.ge”-ს ღვინის საოჯახო მემბრანულ ფილტრებში გატარებული ღვინის გამჭვირვალობა შეადგენს NTU 0,32-0,35, ხოლო პირველადი მასალის კი NTU 12-25.